სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საკრებულოს წევრები ბადრი შენგელია და შალვა არზუმანიანი ღანირის საჯარო სკოლაში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლეში „თავისუფალი გაკვეთილი“ კონკურსში ღანირის საჯარო სკოლის პედაგოგმა, იამზე ყურაშვილმა გაიმარჯვა. შედეგად კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ღანირის საჯარო სკოლაში პროექტი დაფინანსდა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში თეატრალური წრის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდებმა დღეს სპექტაკლი დავით კლდიაშვილის ნაწარმოებზე „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინეს. ღანირის საჯარო სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ვალერიანე ფოცხვერიას გვერდით დგომას თითოეული მოსწავლე და ღანირელი გრძნობს. მუნიციპალიტეტის მერმა, სკოლის „შთაბეჭდილებების წიგნში“ ჩანაწერიც დატოვა და მოსწავლეებს და პედაგოგებს მომავალში წარმატებები უსურვა. შეხვედრის ბოლოს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ღანირის თემში საბავშვო ბაგა–ბაღის მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერეს, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება და ექსპლუატაციაში უახლოეს ხანში შევა", ნათქვამია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.