სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ლამპარს" სტუმრობდნენ.
„განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებმა 2017 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს, დღის ცენტრის ბინადრებმა კი, სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით არაჩვეულებრივი განწყობა შეუქმნეს სტუმრებს.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი „ლამპარის“ მხარდაჭერისთვის, სამადლობელი წერილები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ მუნიციპალიტეტის მერს ვალერიანე ფოცხვერიას, სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატს, გრიგოლ მიქელაძეს და დღის ცენტრის სხვა მხარდამჭერებს", ნათქვამია სამტრედიის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.