"ღარიბაშვილი რაც მალე დაასრულებს პრემიერ-მინისტრის რანგში საქმიანობას, მისი მომავლისთვის უკეთესი იქნება"
11-05-2015, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ეკონომისტისა და ანალიტიკოსის დემურ გიორხელიძის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ორი წელია კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას ატარებს და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე აისახა.


მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს იმის პოტენციალი არ აქვს, რომ შედეგი დადოს და ისინი მცდარი შეხედულებებით მოქმედებენ.


გიორხელიძე სოფლის მეურნეობის პროექტში ჩადებულ 800 მილიონს გადაყრილს უწოდებს, რადგან მისი თქმით, ამ სუბსიდიის მიუხედავად სოფელმა შვება ვერ იგრძნო


ამის შესახებ ექსპერტმა გაზეთ „ასავალ - დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.


„საიმედოს ვერაფერს ვხედავ. ცხადია, ლარის კურსის ცვალებადობას გარემო ფაქტორებიც განაპირობებს, მაგრამ ეს ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც წამოაჩენენ. უბედურება ქვეყნის შიგნით უნდა ვეძებოთ. ხელისუფლებას რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა, ლარს დაეტყობოდა. ლარი ჯერ ისევ ზეწოლის ქვეშ არის. წარმოიდგინეთ, რა დონის უბედურებაა, 2 წელიწადში 800 მილიონი სოფლის მეურნეობის უაზრო პროექტებში გადაიყარა. როგორ ფიქრობთ, სოფელმა შვება იგრძნო?“, - განაცხადა გიორხელიძემ.


ის ასევე, პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს და ამბობს, რომ სუსტი ეკონომიკური ზრდა, უუნარო მმართველობა, სოციალური მდგომარეობის გაუარესება, სამუშაო ადგილების არარსებობა და ნეგატიური განწყობა, პოლიტიკურ კრიზისს გარდაუვალს გახდის.


დემურ გიორხელიძის თქმით, საზოგადოება შეცდომაში შედის, როდესაც ამ პრობლემაზე საუბრისას აქცენტს ეკონომიკურ გუნდზე აკეთებს, რომელსაც კონსტიტუციურად არანაირი დამოუკიდებელი მოქმედების უფლება არ აქვს.


„მხოლოდ ეკონომიკური გუნდის შეცვლაზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, თუ ასეა, მაშინ პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობასა და მთავრობის მეთაურზე უნდა დადგეს. შექმნილ სიტუაციაში ეროვნული ბანკი და მთავრობა დამნაშავეები თანაბრად არიან, რადგან ისინი ერთობლივად და კოორდინირებულად არ მოქმედებენ“, - განაცხადა გიორხელიძემ.


ექსპერტი პრემიერის მიმართავს, რომ რაც მალე დაასრულებს ის ამ პოსტზე საქმიანობას, მისი მომავლისთვის უკეთესი იქნება, რადგან ღარიბაშვილი ჩიხში შედის.


„კეთილგანწყობით ვეტყოდი ღარიბაშვილს - რაც მალე დაასრულებს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მისი მომავლისთვის უკეთესი იქნება. ის ჩიხში შედის და თუ ასე გაგრძელდა, საზოგადოებრივ საქმიანობას სამუდამოდ დაემშვიდობება“, - განაცხადა ეკონომისტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი