ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში „სოფლის სახლის“ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალციხის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა და შეიღებება ფასადი, შეიცვლება კარ-ფანჯარა, დაიგება იატაკი, დამონტაჟდება საკანალიზაციო სისტემა და მოეწყობა ელექტროგაყვანილობა.
„სოფლის სახლში“ მერის წარმომადგენლის და დეპუტატის ოთახი განთავსდება, ასევე გაკეთდება ამბულატორია. ახალგაზრდებისათვის მოეწყობა დარბაზი და სპეციალურად მათთვის თავშეყრის ადგილი გამოიყოფა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 761 ლარით ფინანსდება", ნათქვამია ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.