განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ახალციხის N1 საჯარო სკოლა საზეიმოდ გახსნეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 000–მდე კვადრატულ მეტრს, მოწესრიგდა საკლასო ოთახები, გათბობისა და წყალ-საკანალიზაციო სისტემები, სკოლა აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და შესაბამისი სასკოლო ინვენტარით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის.
მერიის ინფორმაციითვე, სტუმრებმა სკოლის გახსნის შემდეგ ვალის №1 საჯარო სკოლა მოინახულეს, რომლის რეაბილიტაციაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ (“Millennium Challenge Corporation- MCC”) განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.