ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დიალიზისა და ქიმიოთერაპიის კაბინეტები გაიხსნა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კლინიკაში უახლესი აპარატურა დამონტაჟდა, რისი საშუალებითაც თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ადგილზე შეეძლებათ მკურნალობა.
მათივე ინფორმაციით, პროცედურა იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებსაც თირკმლის ქრონიკული დაავადებების ბოლო სტადია აქვთ. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალს ერთდროულად 12 პაციენტის მიღება შეეძლება. დღესვე, გაიხსნა ქიმიოთერაპიის კაბინეტიც, სადაც ონკოლოგიური პაციენტები ქიმიოთერაპიის პროცედურებს ჩაიტარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.