ნოდარ ხადური: მოკვლევის დაწყებისთვის ერთთვიანი ვადა გვაქვს, თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად „სიტროენ ჯორჯიასგან“, შევეცდებით, უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა
15-12-2017, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის განცხადებით, სააგენტო კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივართან დაკავშირებით მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დაიწყებს.

 

 

მისი თქმით, სააგენტოში საჩივარი 12 დეკემბერს შევიდა, 13 დეკემბერს, საჩივარი სააგენტომ გადაუგზავნა მხარეებს, რომლებსაც ეხებათ, რათა მათგანაც მიიღონ ინფორმაცია.

 

 

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოკვლევის დასაწყებად, ერთთვიანი ვადა აქვთ, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარეებისგან ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ თვეზე უფრო ნაკლებ დროში მიიღებენ, მაშინ, მოკვლევა უფრო ადრე დაიწყება.

 

 

„ჩვენ გავუგზავნეთ წერილი „სიტროენ ჯორჯიას” და მოვითხოვეთ გარკვეული ინფორმაციის დაზუსტება. ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოდან მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება ძალიან საჯარო. მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას ვერ მივიღებთ. მოკვლევის დაწყებისთვის ერთთვიანი ვადა გვაქვს და თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგან და თავად „სიტროენ ჯორჯიასგან“, შევეცდებით, უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა. პრემიერ მინისტრთან ამ საკითხზე არ გვქონია საუბარი“, განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

 

კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი