გილოცავთ ყველას უდიდეს დღეს. უნივერსიტეტის დაარსება იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ დაფუძნების ცერემონიაზე, რომლითაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები იწყება.
„აქ ითქვა, რომ ეს იყო განათლების და კულტურის კერა, მაგრამ მე მგონი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასევე ეს იყო სულიერი ღირებულების გადარჩენის კერაც. რამეთუ, მიუხედავად ათეისტური პერიოდისა, რომელიც გამოიარა უნივერსიტეტმა, პროფესურამ და სტუდენტობამ, ეს იყო კერა ჩვენი სულიერების გადარჩენისა. მრავალი დიდი სასულიერო თუ საერო მოღვაწე აღიზარდა უნივერსიტეტში, ეს გახდა საწინდარი შემდგომ ეკლესიის აღორძინებისა”, განაცხადა მეუფე შიომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.