საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერთან, დედაქალაქის მერთან, ხელისუფლების და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა, „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" აღდგენას საჭირო, მნიშვნელოვანი და ემოციურად დატვირთული გადაწყვეტილება უწოდა და უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ისევე როგორც უნივერსიტეტი, მომავალ წელს პირველი ქართული რესპუბლიკაც 100 წლის გახდება და ამ თარიღზე ფიქრისას მნიშვნელოვანია დავინახოთ ჩვენი წინაპრების ადეკვატურობა რეალურ პერიოდთან მიმართებაში, რადგან ისინი გამოყოფდნენ იმ ძირითად, განსაკუთრებულსა და მამოძრავებელ იდეებს, რომელიც კაცობრიობისათვის იყო მთავარი და ფუნქციური.
პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი პროგრესული გადაწყვეტილება იყო სწორედ ქვეყნის, სახელმწიფოს რესპუბლიკის ფორმით დაარსება და პირველი ქართული უნივერსიტეტის დაფუძნება.
„ჩვენი წინაპრების უნარმა, იყო ადეკვატური და პროგრესული, მისცა სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას ეპასუხა მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევებისათვის", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ამ გამოწვევების გამკლავებასა და დაძლევაში, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულა ქართულმა უნივერსიტეტმა და ფუნდამენტი ჩაეყარა იმ პატრიოტულ სულისკვეთებას, რომელსაც უნდა მოეტანა ახალი დამოუკიდებლობის აღდგენა, შეექმნა ახალი თაობა, რომელიც იტვირთავდა ქვეყნის მომავალ მართვას, აქედან ანათებდა იმედი დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა.
„როცა ვსაუბრობთ იმ ღვაწლზე, რომლითაც შეიქმნა ახალი სახელმწიფო, უდიდესი ინტელექტუალური, ემოციური და პატრიოტული წვლილი, სწორედ უნივერსიტეტზე მოდის", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
თსუ-ში ასევე გაიმართა "ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების" დაფუძნებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებისა და მმართველი ორგანოების ოქმები, საზოგადოების წევრთა სიები, შემოწირულობის დავთრები, დებულება, ამ საზოგადოების წევრებთან ფოტოპორტრეტები და ახლად დაარსებული უნივერსიტეტის ბეჭედი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.