ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
11-05-2015, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


სოფლის მეურნეობის სექტორში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პერსპექტივები და “აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობა განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჰან ჩანგფუს შეხვედრაზე.


მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის ორმხრივი პარტნიორობის მნიშვნელოვნად ზრდის დინამიკას.


ჩინურმა მხარემ კიდევ ერთხელ დადასტურა მზაობა, მიიღოს მონაწილეობა 2015 წლის ოქტომბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში.“


ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.


ქართული მხრიდან შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პარლამენტის წევრი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი