ჩვენ მზად ვართ, რევოლუციური გარდასახვები შევიტანოთ ქალაქის განვითარებაში და წინსვლაში, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის ახალი ბიუჯეტი თბილისის განვითარებაზეა ორიენტირებული.
„თბილისელების მხარდაჭერილ პრიორიტეტებზე დაყრდნობით ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ახალი ბიუჯეტი. დღეს ჩვენ გთავაზობთ ბიუჯეტს, რომელიც არა ჩემს, ჩემი თანაგუნდელების, ან რომელიმე კონკრეტული ჯგუფის სურვილებზეა აგებული, არამედ ორიენტირებულია თბილისის განვითარებაზე. არსებულ მოცემულობაში ბიუჯეტის პარამეტრები ოპტიმალურად იქნა გადანაწილებული. მე დარწმუნებული ვარ, ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ის მხარს დაუჭერს ამ ბიუჯეტს. მხარს დაუჭერს არა იმიტომ, რომ ამ ბიუჯეტს წარმოადგენს კახა კალაძე, ან რომელიმე კონკრეტული პირი, არამედ იმიტომ,რომ ეს არის ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.