ის წლები, როდესაც თავზე აჯექით ყველას და ყველაფერს, დასრულებულია და დამთავრებულია, მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციას.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, თბილისის მერმა უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის შეკითხვას უფასო სასადილოების ბენეფიციარებთან დაკავშირებით.
„როდესაც პირველი სხდომა იმართებოდა, ერთ-ერთმა ბრძანა, როგორ ბნელა ამ ოთახში სადაც ვიმყოფებოდითო და ახლა ბატონ ხაბეიშვილს ვუყურებ და მართლაც კარგად მაქვს გააზრებული, რატომ იყო ეს ყველაფერი ნახსენები. ვინმე მაინც შეენაცვლეთ, ხელი დაეღალა", აღნიშნა კალაძემ ხაბეიშვილის მისამართით, რომელსაც სხდომის განმავლობაში პლაკატი ჰქონდა აღმართული, რომელსაც ეწერა - „სოციალური - 1.13 ლარი, ჩინოვნიკი - 8 064 ლარი".
„არც ერთ ტყუილს არ გაპატიებთ და არ გაგიტარებთ.... ერთი რამ მინდა გითხრათ, სოციალური მიმართულებით სიცრუეზე საუბრობთ. უფასო სასადილოების მიმართულებით ნახევარი მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი. ეს არ არის საკმარისი, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რისი შესაძლებლობაც გვაქვს. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, ოთხჯერადი კვებაა", აღნიშნა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.