თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის - ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს და უნიათოდ ფლანგავს წლების მანძილზე დაგროვებულ საერთაშორისო რეზერვებს.
კერძოდ, საქმე იმაში გახლავთ, რომ 2014 წლის ნოემბრიდან (მას შემდგომ რაც ეროვნული ვალუტის კურსმა დევალვაცია დაიწყო) 2015 წლის 11 მაისის ჩათვლით ეროვნულ ბანკს ბანკს სავალუტო ინტერვენციის გზით გაყიდული აქვს 280 მლნ აშშ დოლარი (2014 წლის ნოემბერში - 40 მლნ; 2014 წლის დეკემბერში - 40 მლნ; 2015 წლის თებერვალში - 120 მლნ; 2015 წლის მარტში - 40 მლნ და 2015 წლის აპრილში - 40 მლნ). აღნიშნულ ინტერვენციას ეროვნული ვალუტის გამყარება, ბაზრიდან „ჭარბი“ ლარის მასის ამოღების (აშშ დოლარის მიწოდების გზით) დახმარებით უნდა მოეხდინა.
თუმცა ეროვნული ბანკის მიერ ამავე პერიოდში აქტიურად იქნა გამოყენებული მის ხელთ არსებული მეორე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი - რეფინანსირების განაკვეთი. რომლის დახმარებითაც იგივე პერიოდში (20.11.2014-დან 08.05.2015-მდე) ეკონომიკისათვის მიწოდებული ლარის მასის ნაშთი გაიზარდა 330 მილიონიდან 930 მილიონამდე, ანუ 600 მლნ ლარით. რაც ნოემბრიდან 11 მაისის ჩათვლით ეროვნული ვალუტის დაახლოებით 30%-იანი, ეტაპობრივი დევალვაციის პირობებში და ლარის საშუალო შეწონილი კურსის აღების შემთხვევაში (ლარით) იგივე ან ოდნავ უფრო მაღალ ინტერვენციაზე მიუთითებს ეროვნული ბანკის მხრიდან (დოლარით ინტერვენციასთან შედარებით, გაცვლითი კურსის გათვალისწინებით).
ზემოთ მოცემული მონაცემების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეროვნული ბანკი მის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას (აშშ დოლარში), აბათილებდა ლარის მასის მიწოდებით ეკონომიკაში (რეფინანსირების სესხის დახმარებით). შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებები, რომ მათ ყველა ღონე იხმარეს სიტუაციის დასარეგულირებლად, მარტივად რომ ვთქვათ არ შეესაბამება სიმართლეს. უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე აწევასთან დაკავშირებით, რეალურად გააძვირებს ლარს და ვერ დაეხმარება ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. ეს კი ძალიან სახიფათო ნაბიჯია და ისედაც შეჭირვებული ეკონომიკის პირობებში ლარის გაძვირება მძიმედ აისახება ქვეყანაში მიმდინარე ყველა ეკონომიკურ აქტიურობაზე - აცხადებენ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.