ირაკლი კობახიძე: მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე მათ შემადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე
16-12-2017, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნაზე კონსულტაციები ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიის გახსნის დროს დაიწყო.

 

 

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, უმრავლესობამ ახალი ფრაქციების შექმნის გადაწყვეტილება გუნდის შიგნით მენეჯმენტის მარტივად განხორციელების მიზნით მიიღო.

 

 

„ჩვენ ვსაუბრობდით ორი დამატებითი ფრაქციის შექმნაზე იმისთვის, რომ უმრავლესობის შიგნით მენეჯმენტი უფრო მარტივად განხორციელდეს, ეს ემსახურება უმრავლესობაში მენეჯმენტის რაციონალიზაციას და ამ მიზნით, საუბარია დამატებითი ფრაქციების შექმნაზე. მოვისმინეთ გარკვეული სპეკულაციები, რომელთაც არავითარი საფუძველი არ აქვს, ეს შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის ვარაუდითაც, დამატებით ორი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება.

 

 

„კონსულტაციები პრინციპში უკვე შემდგარია. მიღებული გვაქვს პრინციპული გადაწყვეტილება ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, ასევე მათ შემადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე", აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი