საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებს ხვალ დაგეგმილ მარშზე „იმპიჩმენტისთვის“ მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, „ოლიგარქიიდან ნორმალურ ცხოვრებაზე მშვიდობიანად გადასვლისთვის" საჭიროა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკება, თუმცა, მისივე თქმით, რამდენიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, „კომპრომისი არ იქნება".
„კერძოდ: ოლიგარქიატის სრული ჩამოშორება ქვეყნის მმართველობიდან; ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში ჩაურევლობა; კორუფციულ სქემებზე უარის თქმა და კორუფციაში ჩართული ადამიანების დასჯა; გენერალური პროკურორის გადადგომა; პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა; იმპიჩმენტის მექანიზმის შექმნა და მისთვის საჭირო ბარიერების მოშორება", წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს:
„თუკი დიქტატურის გაჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ - მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც, ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.