საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მტრისთვის ზურგი არასოდეს შეუქცევია და ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მისი გორში ყოფნისას, მისი დაცვის მიერ, ბომბების ცვენისას, „თავზე დახტომას ატრიალებს“ და ამას პრეზიდენტის სიმხდალედ აფასებს - სინამდვილეში კი ეს „მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო“ - ის „ვიღაცაში ეშლება“. სააკაშვილი აკონკრეტებს: „ივანიშვილი, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, მე ვეშლები ვიღაცაში“.
„2008 წელს გავუძელით, 2008 წელს, როცა ვიჯექით თბილისში კაბინეტში და როცა ყველა გვირეკავდა, მათ შორის ამერიკელები, ფრანგები... მოდიან პირდაპირ ასაღებად, მოსაკლავად, 2 საათში მანდ იქნებიან. ვინმემ შეატყო რამე, რომ ერთი ნერვი ამიტოკდა, რომ ატრიალებენ იქ, დაცვა რომ გორში დამახტა თავზე და ვაი რა მშიშარაა. ვინ ატრიალებს ამას? მშიშარა, მხდალი ნაძირლები, რომლებიც თვითონ, ჯერ ერთი მტერთან თანამშრომლობდნენ, მეორე მათი კვალი არ იქნებოდა იქ. მე, პრეზიდენტი ვიდექი იქ, სადაც იყო ბომბები და რომ დაინახა დაცვამ რომ ბომბდამშენი თავზე გვადგას, დამახტა თავზე და მერე? ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და ამ მართლა ფარჩაკებისთვის, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში თავისი სიმხდალის, მათივე სიმხდალის დასამალად, აი სააკაშვილი როგორ მხდალია, დახოხავს გორში. ბომბების ქვეშ დაცვამ... როდისმე ვინმე ნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და მტერს თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილი, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, მე ვეშლები ვიღაცაში. ასეთ სიტუაციაში მე ვმობილიზირდები და ვარ კარგ ფორმაში და ადრენალინი მაქვს და რაღაც ვარიანტში კარგ ხასიათზე ვდგები ხოლმე. ეხლა, ვერ ვიტყვი, რომ 2008-ში კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აი აქ [უკრაინაში], ნამდვილად კარგ ხასიათზე ვიყავი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც მან უკრაინის დედაქალაქში მისი დაკავების დეტალები გაიხსენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.