უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერმა, ანატოლი გრიცენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსადმი გაგზავნილ წერილზე კომენტარი გააკეთა.
„სააკაშვილის პერსონალური წერილი უკრაინის პრეზიდენტისადმი, მისი განცხადება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე პოროშენკოსთან მოლაპარაკებების საჭიროების აუცილებლობაზე, საჯარო მოწოდება მორიგი მარშის გამართვისკენ, სადაც პოროშენკოს სახელი საერთოდ არაა ნახსენები, ამის მაგივრად კი მისი კრიტიკა, მიმართული ზოგადადად „ხელისუფლებისადმი“ - ამგვარი ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილისაგან მოულოდნელი იყო ბევრი მისი მხარდამჭერისათვის, რომელიც სააკაშვილს უყურებდა, როგორც „ბარიგების დამამარცხებელ“ მძლავრ ყოჩად“, დაწერა გრიცენკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები მათი ლიდერის მიმართ იმედგაწბილებას გამოხატავენ, უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი თვლის, როგორც ამას გრიცენკო ამბობს, რომ სააკაშვილსა და პოროშენკოს შორის საიდუმლო გარიგებას აქვს ადგილი.
გრიცენკომ თქვა, რომ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში იყო, ახლა კი ის „არავინაა“, და მას მშბოლიურ საქართველოში, თუკი ის იქ ჩავიდა, დააპატიმრებენ.
„შევთანხმდეთ, რომ მიხეილის მდგომარეობა რთულია, ძალიან რთულია. ესაა სათავე წარუმატებლობების, შეცდომების და არასათანადოდ შეფასების ქვეყნის და მისი ხალხისა, რომელსაც მიხეილი ახლა მშობლიურად მიიჩნევს, თუმცა, ობიექტურად რომ განვსაჯოთ, ის ჯერ კიდევ შორსაა მისი ღრმა გაგებისაგან“, აღნიშნა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
უფრო ადრე, უკრაინულმა სატელევიზიო არხმა „1+1“-მა გადმოსცა, რომ სააკაშვილმა პოროშენკოს წერილი გაუგზავნა, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს შერიგებას სთავაზობს. თუმცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გუნდში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.