საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პრემიერ მინისტრის პოსტიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას გამორიცხავს.
როგორც ვიცე სპიკერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასა და საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დამატებითი ორი ახალი ფრაქციის შექმნას შორის კავშირი არ არის.
„გამორიცხულია კვირიკაშვილის გადადგომა. არანაირი კავშირი არ არის ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ჩვენ ეთერების საშუალებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს", განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვოს.
ქუცნაშვილმა ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა.
მან დააზუსტა, რომ ეს „თეორიულად დასაშვებია“.
„2-3 წელში ყოველთვის ხდება საქართველოს მთავრობის განახლება პრემიერ მინისტრის დონეზე, თუ დააკვირდებით. ასე რომ, ამ დაშვებიდან გამომდინარე არაფერი გამოსარიცხი არ არის, მაგრამ ეს შემთხვევა, ეს კაზუსი არაფერ კავშირში არ არის ამ საკითხთან [უცნობის, გიორგი გაჩეჩილაძის და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირებასთან], უფრო მეტიც, თავად გიორგიმ [კვირიკაშვილმა] აწია ეს თემა, როცა თქვა, რომ თუ ამ საკითხის უკანონობას დაადასტურებს სასამართლო ან კონკურენციის სააგენტო ან შესყიდვების ეროვნული სააგენტო, მე მზად ვარ თანამდებობიდან წავიდეო. ეს ძალიან მაღალი სტანდარტია“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და დააკონკრეტა:
„რა თქმა უნდა მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არა ამ ფაქტის გამო [უცნობის - გიორგი გაჩეჩილაძის და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირების გამო], არამედ იმის გამო, რომ პერიოდული მონაცვლეობა ხელისუფლებას სჭირდება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.