ატლანტის ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტისთვის კვირას ელექტროენერგიის მიწოდების 12 საათით შეწყვეტამ მისი ნაწილობრივი დახურვა და ათეულობით ათასი ადამიანის მგზავრობის შეფერხება გამოიწვია.
როგორც BBC იუწყება, მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ აეროპორტში, რომელიც დღის განმავლობაში 250 000 მგზავრს ემსახურება და თითქმის 2 500 ფრენას ახორციელებს, მგზავრები ჩაბნელებულ ტერმინალებში ან თვითმფრინავების ბორტებზე საათების განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ამჟამად, აეროპორტისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, მაგრამ 1 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა და ორშაბათისთვის კიდევ ასეულობით ფრენის გაუქმებაა დაგეგმილი.
ჯორჯიის შტატის ელექტროენერგიის კომპანიამ განაცხადა, რომ მათი ვარაუდით, აეროპორტისთვის დენის მიწოდების შეჩერება მიწისქვეშა სისტემებში ხანძრის გაჩენამ და კაბელების დაზიანებამ გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.