თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი დაიწყო
18-12-2017, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) „მოლაპარაკებებისა და მედიაციის სპეციალიზირებული კურსი - ევროპის ახალი სასწავლო ინიციატივა სამოქალაქო კრიზისების მართვის კონტექსტში“ მსმენელების საერთაშორისო ჯგუფს პირველად მასპინძლობს. კურსში მონაწილე ბრიტანელი, გერმანელი, ჰოლანდიელი, რუმინელი, პოლონელი, სერბი, უკრაინელი სამოქალაქო და სამხედრო პირები, ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მუშაობენ.

 


კურსის მიზანს მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესში საჭირო უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. ტრენინგი კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და ბულგარეთის დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება და მას კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებიან.

 


ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ევროკავშირის კრიზისების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და მედიაციის საშუალებებს გაეცნონ. ისინი ძირითადი პრინციპების იდენტიფიცირებას შეძლებენ, რომელსაც წარმატებული მედიატორი უნდა ფლობდეს. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მსმენელებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო კრიზისების მართვისას, სათანადო ხერხებისა და ტაქტიკის გამოყენებით, მოლაპარაკებები უფრო ეფექტურად და თავდაჯერებულად აწარმოონ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი