ირაკლი კობახიძე ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს შეხვდა
18-12-2017, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალურ ვიზიტად პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ მინისტრს, მატეუშ მორავიეცკის შეხვდა.

 


ირაკლი კობახიძემ მატეუშ მორავიეცკის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრის რანგში.

 


შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად მეტი უნდა გაკეთდეს, რაშიც, პოლიტიკოსების აქტიური მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ხალხთაშორის ურთიერთობას ენიჭება.

 


მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

 


საუბარი შეეხო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას. მატეუშ მორავიეცკის თქმით, მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა გააქტიურდეს საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

 


მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

 


ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმებაზე გაამახვილა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბიზნეს-ფორუმების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, პოლონეთი რჩება ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორი, აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

 


მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ ისაუბრეს. მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

 


ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი