აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს სოჭში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
შეხვედრების დროს განიხილება ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის ისაუბრებენ ირანის, სირიისა და უკრაინის თემებზე.
რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ჯონ ქერი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 13 მაისს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.