ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიურ სესიაში.
საგარეო უწყების ცნობით, ჯანელიძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სუამ-ის მნიშვნელობაზე, გასული წლის მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე, ორგანიზაციის განვითარებასა და გაძლიერებაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, სუამ-ის წევრების ხედვა ეფუძნება ოთხ ძირითად პრიორიტეტს, როგორიცაა ძლიერი პოლიტიკური კონსოლიდაცია, ეკონომიკური კეთილდღეობა, სექტორალური დაახლოება და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარება.
მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ხელშეწყობით ორგანიზაცია აქტიურად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო არენაზე.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სუამ-ის ეკონომიკური ინტეგრაციისა და სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებას, ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონისა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის ხელშეკრულების გაფორმება.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრი მიესალმა ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის და ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.
„სუამ-ის წარმატებები მუდმივი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. ამიტომაც, სუამ-ის ოთხივე წევრს გვაკავშირებს ერთსულოვნება და ძლიერი სწრაფვა, მჭიდრო ერთობლივი ძალისხმევით განვაგრძოთ ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა ისევე, როგორც საერთო გამოწვევებთან გამკლავება“, განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დასასრულს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამდივნოს, ასევე სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობას და ამ მანდატის წარმატებით განხორციელება უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.