რუსეთში უკვე აღარ დარჩნენ პენსიონერები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი პენსიონერის საარსებო მინიმუმზე დაბალი იქნებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპენსიო ფონდი თავის ვებგვერდზე აქვეყნებს.
„რუსეთის ფედერაციაში არ არიან პენსიონერები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან; არ არიან პენსიონერები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი პენსიონერის საარსებო მინიმუმზე დაბალია“, აღნიშნულია ინფორმაციაში.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, 2017 წელს სოციალური პენსიის საშუალო წლიურმა ოდენობამ 8,8 ათას რუბლს მიაღწია, რაც პენსიონერის სააარსებო მინიმუმის 104,1%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.