ვაშინგტონის შტატში ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი ხიდზე რელსებიდან გადავიდა, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, იტყობინება კომპანია „ამთრაკი“ და ადგილობრივი ხელისუფლება.
ფოტოზე, რომელიც სატრანსპორტო უწყებამ „თვითერზე“ გაავრცელა, ჩანს, რომ სარკინიგზო ხაზიდან მოძრავი შემადგენლობის პირველი ვაგონი გადავიდა.

შტატის შერიფმა „თვითერზე“ ასევე განაცხადა, რომ ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუზუსტებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.