სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების გადახურვის სამუშაოები დაიწყო. ქალაქის ტერიტორიაზე ცხრა, ხოლო კულაშის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთი მრავალსართულიანი ბინა გადაიხურება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ და ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელმა თენგო ცაგურიამ დაათვალიერეს.
სამუშაოები ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტით, ხოლო ნაწილობრივ რეგიონული განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქებული“ ასრულებს.
მუნიციპალიტეტის მერი მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
მრავალსართულიანი ბინების გადახურვის სამუშაოები მარტის თვეში დასრულდება.
მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე დაათვალიერეს რუსთაველის ქუჩაზე, გეგეშიძის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული საფეხმავლო ბილიკის აღდგენითი სამუშაოები და ქალაქში საახალწლოდ სხვადასხვა დეკორაციებით მორთვის და გარე განათებების მონტაჟის პროცესი.
ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.