პოლიციამ დააკავა სამი პირი - ისინი, გამოძიების ინფორმაციით, კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ
19-12-2017, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1996 წელს დაბადებული მ.კ., 1976 წელს დაბადებული ე.ა. და 1987 წელს დაბადებული ბ.ღ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ.

 

 

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი