ვიცე პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პასკალ მენიეს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე, ბრუნო ბალდუკი.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს. გიორგი გახარიამ და პასკალ მენიემ დადებითად შეაფასეს პოლიციის ატაშეების მუშაობა, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის კუთხით.
გიორგი გახარიამ პასკალ მენიეს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.