თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე „საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ექსპრეს ფილიალიდან უმნიშვნელო ოდენობის თანხაა წაღებული.
„გამორიცხულია, რომ იყოს რაიმე მსხვილი თანხა წაღებული, ეს დანამდვილებით ვიცით. სერიოზულ ზარალზე საუბარი არ არის და არავინ არ არის დაშავებული,“ განაცხადა „რუსთავი 2“-თან საუბრისას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო ბალავაძემ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.