თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ წინასაახალწლო გარევაჭრობა მერიის მიერ გამოყოფილ კონკრეტული ადგილების გარდა, სხვა ადგილებშიც გაიმართება, შესაბამისი სამსახურები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.
„გარევაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით, რაც არაერთხელ გვითქვამს. ყველა რაიონში არის კონკრეტული ადგილები გამოყოფილი, იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ შესალებლობა, გაყიდონ თავიანთი პროდუქტები. ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ამისთვის არის კონკრეტული ადგილები, რათა სხვა ადამიანებს ხელი არ შეეშალოთ.
მესმის, რომ წინასაახალწლო პერიოდია, უამრავი ადამიანია გამოსული, მაგრამ მითითებულ ადგილებზე უნდა მოხდეს გარევაჭრობის მოწყობა და გამართვა, სხვა შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში”, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.