თბილისის მერი გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
19-12-2017, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად, ისნის რაიონში, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

 

 

გუჯარეთის ქუჩაზე ამ დროისთვის, წყალმომარაგებისა ქსელის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისთანავე, ისნის რიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე, ასფალტის ახალი საფარის დაგებას დაიწყებს.

 

 

როგორც კახა კალაძემ სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გუჯარეთის ქუჩაზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რომლის ფარგლებშიც, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელები და წყლის მილები მთლიანად იცვლება.

 

 

„იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მიწისქვეშა კომუნიკაციები აუცილებლად გამოიცვლება. მხოლოდ მიწისქვეშა სამუშაოების შესრულებისთვის დაახლოებით, 1 მლნ 700 ათასი ლარი დაიხარჯება, რის შემდეგაც, უკვე ჩვენი სამსახურები შემოვლენ და ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში, ყველანაირი სამუშაო მთლიანად იქნება დასრულებული“, განაცხადა კახა კალაძემ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით, გუჯარეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები წყლისა და წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალარინების ქსელი უკვე შეცვალა. კომპანია პარალელურად, სამუშაოებს მაგისტრალურ წყალსადენზე აწარმოებს.

 

 

კერძოდ, იცვლება 600 მეტრი მაგისტრალური მილი და განშტოებები. წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წნევის რეგულატორები მონტაჟდება. საინვესტიციო პროექტის ჯამური ღირებულება 1.7 მლნ ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ასფალტის ახალ საფარს დააგებს. გუჯარეთის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია 2018 წლის დასაწყისში დასრულდება.

 

კომენტარები: 1
#1   baxva
      
ყველაფერი კარგია რაც კეთდება, მჯეროდა და მჯერა კიდეც კახის, მინდა შევთავაზო ვარკეთილის მეტროსთან კარგი ადგილი სადაც მიწისქვეშა პარკინგი განთავსდება, და სხვა მსგავსი რაგაცეები, როგორ მივაწვდინო ხმა
19 დეკემბერი 2017 23:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი