მიხეილ სააკაშვილი: ლუცენკოს განკარგულებით, აგროვებენ პირადი ხასიათის კომპრომატებს
19-12-2017, 15:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის გენპროკურორმა, იური ლუცენკომ მასსა და მის მომხრეებზე პირადი ხასიათის კომპრომატის შეგროვების განკარგულება გასცა.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, სადაც სევერიან დანგაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით იყო მისული.

 

 

„ლუცენკოს განკარგულებით, აგროვებენ პირადი ხასიათის კომპრომატებს. ბანდიტების გარდა, სხვა ვინ აგროვებს მსოფლიოში პირადი ხასიათის კომპრომატებს“, განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს და დასძინა:

 

 

„სააკაშვილის გარეშე ან მასთან ერთ​ად უკრაინელი ხალხი მაინც მშვიდობიანად გააძევებს რიგგარეშე არჩევნების გზით ხელისუფლებაში მყოფ კრიმინალებს. აიძულებენ მათ არჩევნების ჩატარებას და აირჩევენ ახალ ადამიანებს, რომლებიც არასდროს გაძარცვავენ უკრაინას“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი