ეს არის პოროშენკოს გეგმა – განმამწესოს მე შინაპატიმრობაში, იქიდან კი, ქართულ ციხეში გადამიყვანოს ოლიგარქის მიერ მოგონილი ბრალდებების საფუძველზე, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, „ეს არის სამი ქვეყნის, სამი ოლიგარქის შეთქმულება. ეს არის პუტინის და მისი ნების შემსრულებლების – პოროშენკოსა და ქართველი უმსხვილესი ოლიგარქის, „გაზპრომის“ აქციონერის, ბორის ივანიშვილის შეთქმულება".
„უკრაინაში არ არსებობს სასამართლო. არსებობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება რომელსაც პრეზიდენტი პოროშენკო მართავს, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც, უსაფრთხოების სამსახურიც და თავად წყვეტს, ვინ დააკავოს, ვინ როგორ გაასამართლოს, რომელი სასამართლო გადადოს. ერთადერთი, ვინც მათი გეგმები ჩაშალა, იყო მოსამართლე ლარისა ცოკოლი, რომელმაც ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სახეში შეაფურთხა და მე გამათავისუფლა წინა სასამართლოზე“, განაცხადა სააკაშვილმა კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც სევერიონ დანგაძის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.