ე.წ.დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა
12-05-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. Lifenews.ru-ს ინფორმაციით, შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა.


როგორც ე.წ. დადგენილების ტექსტში წერია, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების მისწრაფებებიდან, სრულფასოვანი, მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ.


"როგორც აფხაზი, ისე ოსი ერი ძალიან ახლოსაა დონბასის ხალხთან. თავის დროზე დონბასი ეხმარებოდა აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც მათ ომი ჰქონდათ. ახლა ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ აღიარების ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე კოფმანმა.


ოკუპირებულმა სამხრეთ ოსეთმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში აღიარა დონბასის დამოუკიდებლობა, აფხაზეთში ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი