„პრემიერ მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
„პარლამენტს ხვალ წარედგინება მთავრობის შემადგენლობა, გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს უშუალოდ პრემიერ-მინისტრი, და ამის საფუძველზე, ზეგ უკვე, პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ჭორებს, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს, შესაძლო გადადგომის თაობაზე, ეს, ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას. შესაბამისად, ყოველგვარი ჭორები ამასთან დაკავშირებით და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.