თანამედროვე ქართველო ლიბერალებო (ნეო, ულტრა, „ლიბერასტებო“), მუდამ რომ იშველიებთ და სპეკულირებთ იმით, რომ დიდი ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყოო და ეს არგუმენტად მოგაქვთ პოლემიკისას, რათა თქვენი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული მოქმედებანი გაამართლოთ, აი, ილიას ამ ცნობილ ციტატაზე რაღას იტყვით?! – „საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა!“
ოლოლო, თქვენა! დიახ, ილიასეულ ლიბერალიზმთანაც არაფერი გაქვთ საერთო, ვინაიდან, თქვენი შინაგანი არსებით ანტიქართულად ხართ განწყობილები ყველაფერი ქართულის მიმართ, სამწუხაროდ და თქვენდა საუბედუროდ! თქვენ, თანამედროვე ლიბერასტები დიდ საშიშროებას წარმოადგენთ საქართველოსა და ქართველი ერისთვის, მისი მომავლისთვის და თვითმყოფადობისთვის, ამიტომაც, რაც შეიძლება სწრაფად, უკვე 2018 წელს უნდა მოხდეს თქვენი ჩამოშორება ხელისუფლებებიდან: პარლამენტიდან, მთავრობიდან, პრეზიდენტის პოსტიდან, სასამართლოებიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მასმედიიდან!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.