ამ წუთებში მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას ხვდებიან.
გაერთიანებულ სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე უძღვებიან. ლევან იზორია შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების შემდეგ საკომიტეტო მოსმენაზე მესამე მომხსენებელია.
საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ასევე, მოუსმენენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრები.
მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.