EBRD-ს პრეზიდენტი: საქართველოს მთავრობა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სწორ ნაბიჯებს დგამს
12-05-2015, 02:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი (EBRD) სუმა ჩაკრაბატი EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში, რომელიც წელს საქართველოში იმართება, თბილისს ეწვია. ის საქართველოში გუშინ საღამოს მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.

სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დახვდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად დღეს, „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების ხელშეკრულებების ხელმოწერაა დაგეგმილი.

EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარების მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი, როგორც მასპინძელი მხარისთვის, ისე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის, შედეგის მომტანი იქნება.

„რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ისევე როგორც მთელ რეგიონს, ქართულ ეკონომიკასაც პრობლემები შეექმნა. რუსეთში არსებულმა მდგომარეობამ გავლენა რეგიონის ქვეყნებზე იქონია, თუმცა, ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის სწორ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა სუმა ჩაკრაბატიმ.

ნოდარ ხადურის თქმით კი, უმნიშვნელოვანესი ღონისძიება იწყება თბილისში. მისი განცხადებით, იგეგმება ბევრი საინტერესო ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე ბიზნესმენებს შორის.

„განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ეს ფორუმი იწყება EBRD-ის პრეზიდენტის, სერ სუმა ჩაკრაბარტის ვიზიტით, რომელსაც უკვე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვიწყებთ სრულფასოვან მუშობას, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ საქართველოს საინვესტიციო ცნობადობა და ინტერესი. მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები სწორედ თბილისში გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და ახალი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელებენ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

EBRD-ის მასშტაბური ღონისძიება თბილისში ხვალიდან იხსნება - კონფერენციისთვის პარლამენტის შენობა უკვე მზად არის.

ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია და 1500-მდე ბიზნესმენი დაესწრება. მათი ნაწილი უკვე თბილისში იმყოფება.

ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კონსულტაციებს EIB-ს ვიცე-პრეზიდენტთან გამართავს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონია 14 მაისს გაიმართება. ბიზნესფორუმზე სიტყვით მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პრემეირ-მინისტრი, EBRD-ის პრეზიდენტი და ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივანი გამოვლენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი