თბილისის მერიაში დღეს დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, თბილისში იმ 14 ქუჩის გამოყოფაა, სადაც მიკროავტობუსები საპილოტე პროექტის ფარგლებში, გაჩერებას შეძლებენ.
„გამოიყოფა 14 ქუჩა, სადაც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ასევე მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.