ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე უსმენენ.
ფინანასთა სამინისტროს ცნობით, სხდომაზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ რომ საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის მიღწევა უკავშირდებოდა არაერთ საკმაოდ რთულ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას.
„2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მცირდება მთავრობის ზომა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მოცულობა, რომელიც მშპ-ს 5.2%-იდან 4.4%-მდეშემცირდა.
2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის:
შრომის ანაზღაურების შემცირება - 100,0 მლნ ლარი;
ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.
მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი იქნება. რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი", განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.