დიმიტრი ქუმსიშვილი: „სსფ-ის შეფასებით, საქართველო 2017-2022 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა“
20-12-2017, 13:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას 2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 

 

„ჩვენ წარმატებით წარვმართეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რის შედეგადაც ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სამწლიანი პროგრამა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში 210 მილიონი SDR (ნასესხობის სპეციალური უფლება) ოდენობით", აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

 


ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ აღნიშნული პროგრამა სრულად დაეფუძნა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მიზნად ისახავს ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას, ფინანსური სტაბილურობის ზრდას, საგარეო დისბალანსის შემცირებას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების დაჩქარებას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.

 


პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, ოქტომბერში წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი მიმოხილვა.

 

 

„ჩვენ შევასრულეთ პროგრამით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. შედეგად, პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები საქართველოს მიმართ. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო, „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, , საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენ მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, როგორც ამას ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი