ლევან იზორია: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე მეტად დაცული იყოს“
20-12-2017, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე, დღეს მინისტრებს პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ. საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ათწუთიანი მოხსენება საქმიანობის იმ ძირითად პრიორიტეტზე საუბრით დაიწყო, რომლითაც უწყებამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორიამ ყურადღება ანტისაჰაერო სისტემის მიმართულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში საფრანგეთში სტუმრობისას ის ადგილზე THALES და MBDA კომპანიების ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო.

 

 

„ეს ტექნიკური აღჭურვილობა შევიძინეთ და უკვე საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა ფრანგ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტში მოხსენებისას.

 

 

საკომიტეტო მოსმენისას ლევან იზორიამ ყურადღება ანტისატანკო სისტემის შესყიდვაზეც გაამახვილა და აშშ-ის კონგრესის მიერ ამ მიმართულებით მიღებული დადებითი გადაწყვეტილება გააჟღერა. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება იმ რეფორმების აღიარებაა, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი