ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა
12-05-2015, 02:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.


მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს. ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე.


შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება–„ღირსეული პარტნიორი“ ორ ქვეყანას შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.


მანვე ჩარლზ კაპჩანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით, განხორციელებული რეფორმების შესახებ.


მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.


ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.



ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი