„ინფორმაციის თავისუფლების აქტი პარლამენტს თებერვალში წარედგინება“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
„იგეგმება სისხლის სამართლის მატერიალური კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან მოყვანა. პროექტი მზად არის და პარლამენტის ჩართულობით იქნება კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩვენ მომავალ წელს შევძლოთ ამ კოდექსში ცვლილებების შეტანა. ინფორმაციის თავისუფლების აქტი პროექტის სახით მზად არის. მინდა, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა კონსტიტუციის მე-18 − ევროპული სტანდარტის მუხლზე − დეპუტატებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სუს-ს, სასამართლოს, მადლობა გადავუხადო.
ამან გზა გაუხსნა ინფორმაციის თავისუფლების აქტს. ეს არის ჩვენი, „OGP“-ისა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ეს მკაფიო კონსტიტუციური ჩანაწერი საშუალებას მოგვცემს, ჩვენ უკვე თებერვალში მივიღოთ ინფორმაციის თავისუფლების აქტი“, აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.