იაპონიაში შეძენილი 100 ჰიბრიდული ელექტრომობილით საპატრულო პოლიცია ისარგებლებს. განცხადება ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
„ერთი კარგი სიახლე მინდა გითხრათ. სულ რამდენიმე თვის წინ არსებობდა ასეთი გრანტი იაპონური მთავრობის, რომელზეც შევთანხმდით და საქართველოში უკვე ერთი კვირის წინ შემოვიდა დაახლოებით 100 ჰიბრიდული ელექტრომობილი. ლოგიკა არსებობდა და იყო იდეა, რომ მთავრობის წევრები გადაგვესვა ამ მანქანებზე, მაგრამ ჩვენი თხოვნით, ეს სატრანსპორტო საშუალება დაეთმობა პატრულს“, განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.