ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯები, რომელსაც ვგეგმავთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის რეინტეგრაციისა და შერიგების პოლიტიკის კუთხით, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ გვაქვს ძალიან თამამი გადაწყვეტილებების პაკეტი, რომელსაც უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ პარლამენტში განსახილველად. ეს ნაბიჯები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი რეინტეგრაცია მოვახდინოთ ჩვენს მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, მას მივცეთ საშუალება, რომ ყველა ის პოზიტივი გამოიყენოს, რაც დღეს საქართველოში იქმნება და მეტად იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების დღის წესრიგში“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.