თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ SNGP-ის ახალ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა
20-12-2017, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ახალ ექსპერტებთან და ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან როზარია პუგლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

 

შეხვედრაზე ლელა ჩიქოვანი ნატოელ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროს ძირითად პრიორიტეტებზე, მიმართულებებსა და ღირებულებებზე ესაუბრა. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა კი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებს შეიარაღებული ძალების მიზნების, ამოცანებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

 

2014 წლის ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი 15 ინიციატივას მოიცავს. პროექტებს ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მოვლინებული ექსპერტები ხელმძღვანელობენ, რომლებიც გამოცდილების გაზიარებისა და რეფორმების წახალისების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრომლობენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი