საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კუბაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროსთან შეხვედრები გამართა.
ფიდელ კასტროსთან შეხვედრა კუბის ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ფიდელ კასტრო საერთაშორისო სტუმრებს იშვიათად იღებს მას შემდეგ, რაც იგი 2008 წელს გადადგა. ის საზოგადოების წინაშეც იშვიათად ჩნდება. რაზე ისაუბრეს ოლანდმა და ფიდელ კასტრომ უცნობია.
კუბის ყოფილ ლიდერთან შეხვედრამდე ფრანსუა ოლანდი ჰავანას უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა, სადაც მან განაცხადა, რომ მისი ვიზიტი კუბაში "უაღრესად მნიშვნელოვან დროს შედგა, მაშინ როდესაც აშშ და ევროკავშირი კარიბის ზღვის ამ ქვეყანასთან კავშირების აღდგენას ცდილობს".
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება კუბის გადაწყვეტილებას გააღრმავოს კავშირები პარიზთან და დანარჩენ ევროპასთან ეკონომიკის გაძლიერებისთვის.
ფრანსუა ოლანდი პირველი დასავლეთევროპელი ლიდერია, რომელიც კუბაში ჩავიდა 1986 წლის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.