გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა
20-12-2017, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა, ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას შეკითხვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

 


ხოშტარიამ მუხთარლის ჩვენების ის ნაწილი წაიკითხა, სადაც ჟურნალისტი აღწერს თუ როგორ მოხდა მისი გატაცება. „ევროპული საქართველოს" წევრმა შეკითხვა დაუსვა პრემიერს, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს აფგან მუხთარლის ჩვენება.

 

 

„ეს საკითხი გამოძიების პროცესშია, რამდენადაც თქვენ მოგეხსენებათ. ძალიან მძიმე საკითხია, გეთანხმებით და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. არ უნდა მომხდარიყო, ასეთი რამ, რაც მოხდა. სიმართლე საბოლოოდ ჯერ არ გარკვეულა, თუმცა, თავისთავად ფაქტი არის ძალიან დიდი ჩავარდნა, კიდევ ერთხელ ვამბობ. მგონი, რეაგირება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც გათავისუფლებული იქნა, როგორც კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსი, იყო აბსოლუტურად ადექვატური, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მათი ბრალეულობა არ არის ჯერჯერობით დადასტურებული, მაგრამ მათ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაზე. გამოძიება წინ არის, ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით აზერბაიჯანის სამართალდამცველ უწყებებს, რომ გაცვლილ იქნას მაქსიმალურად ინფორმაცია. ჯერჯერობით რა შედეგი დაიდება გამოძიების შედეგად, არავინ შეიძლება იწინასწარმეტყველოს და ჩემთვის მოცემულობად ვერ აღიქმება, ბატონი მუხთარლის მიერ მიცემული ჩვენება. ამიტომ, მე არ მაქვს უფლება ამაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი