პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა, რამდენი წერილია გაგზავნილი ევროპარლამენტში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„რას გვთავაზობთ თქვენ, როგორ გადავწყვიტოთ ეს საკითხი? იქნებ გქონდეთ საინტერესო რეცეპტები, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი აფხაზეთის ტერიტორიაზე", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ამ საკითხზე ხელისუფლების მიერ არც ერთი წერილი არ გაგზავნილა, რის საპასუხოდაც, პრემიერმა განაცხადა, რომ წერილების გაგზავნაში სახელგანთქმული თავად გიორგი კანდელაკია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.